LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოლიდარობა ზვიად ქორიძეს! სოლიდარობა გიორგი გახარიას! ცეცხლი ოლიგარქიას“ – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე

205
ნანუკა ჟორჟოლიანი, ზვიად ქორიძე გიორგი გახარია

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტსა და მედია ექსპერტ ზვიად ქორიძეზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება:

„სოლიდარობა ზვიად ქორიძეს! სოლიდარობა გიორგი გახარიას!
ცეცხლი ოლიგარქიას. ოლეეე, ოლაააა“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: „დიმიტრი სამხარაძესთან მყოფი ადამიანები ზვიად ქორიძეს ჯგუფურად დაესხნენ თავს, ერთ-ერთმა საფეთქელთან მოარტყა რაღაც ნივთი, სათვალე დაიმსხვრა და სახის არეში დაზიანებები მიიღო“ – ქარტია შსს-ს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში „ქორიძეზე თავდასხმა „არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი“.

ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო „შერატონში“ მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.

სახალხო დამცველი საგამოძიებო სამსახურებს მოუწოდებს, გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ

„სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“.

გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს

ვიდეო: „დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა“ – ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე თავს დაესხა

სოლიდარობა ზვიად ქორიძეს! სოლიდარობა გიორგი გახარიას! ცეცხლი ოლიგარქიას. ოლეეე, ოლაააა 😎

Posted by Nanuka Zhorzholiani on სამშაბათი, 14 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g