LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SOLO-ს,Visa-ს და Bolt-ის შეთავაზება ქართველ გულშემატკივრებს UEFA EURO 2024-ის ფარგლებში

319
ევრო 2024

SOLO, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ქომაგი, ევროპის
ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენებისა და გულშემატკივრების მხარდაჭერას
განაგრძობს.

30 წელზე მეტია, ქართველი ქომაგები საქართველოს ეროვნული ნაკრების EURO 2024-ზე
გასვლას ელოდებიან. ქართველი სპორტსმენების დამსახურებით, წელს პირველად,
საქართველომ საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და F ჯგუფში მოხვდა.

პირველი შეხვედრა ნაკრებმა 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართა.
ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებისთვის
ემზადება.

იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოს საზღვრებსაც გასცდენოდა, 22 ივნისს,
საქართველო-ჩეხეთის მატჩის დღეს, SOLO მომხმარებლებს, SOLO Visa ბარათით
გადახდისას, შესაძლებლობა ექნებათ, ჰამბურგში, ქალაქის მასშტაბით Bolt-ით
მგზავრობისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები