LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოლო“ – უმაღლესი ხარისხის ავეჯის ფართო არჩევანი

689
სოლო

ავეჯის სახლი „სოლო“ 5 წელია, რაც ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს პრაქტიკულ, დახვეწილ და ხარისხიან პროდუქციას.

„საცხოვრებელი სივრცის სიმყუდროვე ელეგანტურ და დახვეწილ ინტერიერს მოიაზრებს, რომლის შექმნაც საუკეთესო ხარისხის ავეჯით არის შესაძლებელი. ჩვენი ავეჯი გამოირჩევა თანამედროვე სტილისა და დახვეწილი ფერების თანხვედრით, რაც, საბოლოო ჯამში, სრულყოფილ ნაწარმს ქმნის. თურქული წარმოების მუდმივად განახლებადი ექსკლუზიური მოდელები გათვლილია მაქსიმალურ კომფორტზე და სწორედ ეს უზრუნველყოფს სიმყუდროვის შეგრძნებას. ავეჯის სახლი „სოლო“ გამოირჩევა ავეჯის მრავალფეროვანი ასორტიმენტით ერთ სივრცეში, რომლის უპირატესობაც სირბილე, ვიზუალი და პრაქტიკულობაა“, – აცხადებენ კომპანიაში.

ავეჯის სახლის „სოლოს“ ფილიალები მდებარეობს თბილისში – გაგარინის ქ. #5-ში (საბურთალო) და კახეთის გზატკეცილზე (ლილოს მიმდებარედ), სადაც დაგხვდებათ სავარძლების, დივნების, სამზარეულოს ინვენტარის, სააბაზანოს და საძინებლის უმაღლესი ხარისხის ავეჯის ფართო არჩევანი და რაც მთავარია, ავეჯი ტერასებისა და ეზოებისთვის.

„ნებისმიერი კომპანიის სიძლიერე ხარისხსა და პერსონალს ემყარება. ჩვენი გუნდი 30-მდე დასაქმებული პირისგან შედგება, რომლებიც თავდაუზოგავი შრომით ქმნიან კომპანიის მომავალს. ავეჯის სახლში „სოლო“ ხარისხი ფასზე მაღალია, რაც კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობის ზრდის გარანტიაა. როდესაც ვსაუბრობთ ხარისხზე, ეს მოიაზრებს ხარისხიანი მასალისგან დამზადებულ ხარისხიან პროდუქციას, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაში მაქსიმალურად უზრუნველყოფს კომფორტისთვის აუცილებელ ყველა პირობას“, – აცხადებენ კომპანიაში.

უახლოეს მომავალში ავეჯის სახლი „სოლო“ გაფართოებას და ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები