სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა სოფელ სოთქიში განლაგებულ სომხების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ამავე მხარის ინფორმაციით, შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„კატეგორიულად უარვყოფთ ამ ინფორმაციას“, – აცხადებენ უწყებაში.