სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მდინარე არაქსის ხეობაში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედიას თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ არცრუნ ჰოვანისიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, არცრუნ ოვანესიანის გაცხადებით, არმია წარმატებით იგერიებს მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებულ ყველა შეტევასა და შტურმის მცდელობას.
„ამ დროისთვის განადგურებულია მტრის 22 ტანკი და 10 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა. განადგურებულია 370-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. მტერს დიდი რაოდენობით ჰყავს დაჭრილები. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მტრის მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით 35% -ს შეადგენს“, – განაცხადა ჰოვანისიანმა.
ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბრის დილიდან კვლავ გამწვავდა. მხარეში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები.