LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის მთავრობამ EU-ში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა: „აშკარაა, რომ ევროკავშირს აქვს მდიდარი დემოკრატიული ტრადიციები, ძლიერი ინსტიტუტები, თავისუფალი გარემო, თანამედროვე ეკონომიკა და განვითარებული მეცნიერება“

120
არარატ მირზოიანი

ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.

სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტის, არარატ მირზოიანის განცხადებით, ბოლო წლებში სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები აქვთ.

„ისტორიული სომხეთი და რეალური სომხეთი ერთმანეთთან შეუთავსებელია“ – ნიკოლ ფაშინიანი

„ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიისადმი. ვგულისხმობ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის განლაგებას. ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას.

აშკარაა, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან მდიდარი დემოკრატიული ტრადიციები, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი კონკურენტული გარემო, თანამედროვე ეკონომიკა და განვითარებული მეცნიერება“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილჰამ ალიევი: „სომხეთი არის არსებითად ფაშისტური სახელმწიფო და საფრთხის წყარო რეგიონისთვის – ფაშიზმი უნდა განადგურდეს“

„თით­ქმის 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში „ფა­შის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი“ მარ­თავ­დნენ, რის შე­დე­გა­დაც ქვე­ყა­ნაც თა­ვი­ან­თი მსგავ­სი შექ­მნეს“.

მისი თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტში განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის იმდენად დაუახლოვდეს ევროკავშირს, რამდენად შესაძლებლადაც ამას ევროკავშირი მიიჩნევს.

„ჩვენ ასევე ვნახეთ ნიშნები, რომ ეს შესაძლებელია. ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას და მთელ რიგ სხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ან განიხილება ევროკავშირთან“. – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g