LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის პარლამენტი დღეს პრემიერ–მინისტრს ირჩევს

43

დღეს სომხეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არჩევნები გაიმართება. ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანია წარდგენილი.

ფაშინიანის კანდიდატურა მისმა პარტიამ „იელქმა“ წარადგინა, ხოლო კიდევ ორმა ფრაქციამ – „წარუკიანმა“ და „დაშნაკცუთიუნმა“ მას მხარი დაუჭირეს.
საერთო ჯამში ამ სამ ფრაქციას 105-ადგილიან პარლამენტში 47 მანდატი აქვს, პრემიერის პოსტზე ასარჩევად კი 53 ხმაა საჭირო.

რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი ორგანოს წევრის ედუარდ შარმაზანოვის თქმით, გადაწყვეტილებას ისინი ნიკოლ ფაშინიანის პროგრამის მოსმენის შემდეგ მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g