სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გააუქმა, რომელიც შარშან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა და საბრძოლო მოქმედებების გამო დააწესეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნულ კანონპროექტი დღეს სომხეთის პარლამენტმა განიხილა და 118 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
სომხეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციების – „ნათელი სომხეთის“ და „აყვავებული სომხეთის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა დააწესა და საყოველთაო მობილიზაცია 2020 წლის 23 სექტემბერს გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება საომარი მდგომარეობის შესაბამისად არ შეიძლება.