სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აპრილში თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. ამის მიზეზად ფაშინიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ასახელებს. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
“დიახ, უახლოეს პერიოდში, აპრილში გადავდგები თანამდებობიდან არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ იმიტომ, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ პერიოდის განმავლობაში მე შევასრულებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.