სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა.
პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 130-ე სტატიის საფუძველზე მთავრობა გადაყენებულია“.
ამასთან, რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადამდგარ სერჟ სარგსიანს ქვეყანა არ დაუტოვებია. „ეს ხმები სიმართლეს არ შეესაბამება. ეს სისულელეა“, – განუცხადა წყარომ „რია ნოვოსტის“.
სარგსიანის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიით გავრცელდა.