LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის საელჩოში შეჭრისა და ელჩის მძევლად აყვანის მოწოდების გამო, საქართველოს მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

54

საქართველოში სომხეთის საელჩოში შეჭრისა და ელჩის მძევლად აყვანის მოწოდების გამო, საქართველოს მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. საქმე 2016 წელს, მთიან ყარაბაღში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოწოდებას ეხება. პირი, რომელსაც ბრალად ტერორიზმისაკენ საქვეყნოდ მოწოდება ედება, საქართველოს მოქალაქეა. საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს.

ბრალდებულმა „ფეისბუქში“ მოწოდება გაავრცელა, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სომხეთის საელჩოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. საქმის მასალების თანახმად, მიმართვაში ბრალდებული ასევე წერდა, რომ უნდა დაეწვათ სომხეთის დროშა, უნდა შეჭრილიყვნენ საელჩოს შენობაში და ელჩი მძევლად აეყვანათ.

მოწოდება სისრულეში არ მოსულა, თუმცა მისი ავტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაახლოებით 2 წლის შემდეგ დაიწყო. გამოძიება ამ პერიოდის განმავლობაში ოფიციალურ პასუხებს ელოდებოდა, მათ შორის „ფეისბუქიდან“, რომლითაც დაადასტურებდა, რომ „ფეისბუქ“ პოსტის ავტორი ნამდვილად აღნიშნული პიროვნება იყო.

ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები