სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ჰრაჩია როსტომიანი, თანამდებობიდან გადადგა და მომიტინგეებს შეუერთდა. ამის შესახებ ის ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. ჰრაჩია როსტომიანი მთავრობის სხვა წევრებსაც მოუწოდებს “ხალხს შეუერთდნენ”
„ვხვდები, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია სომხეთის თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფოებრიობის წინაშე და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. მოვუწოდებ ყველა სპორტსმენს და სპორტის სამყაროს წარმომადგენელს, მოვიდნენ რესპუბლიკის მოედანზე და ხალხის გვერდით ქვეყნის დროშა აღმართონ“, – დაწერა როსტომიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.