LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთს ახალი მთავრობა ერთ კვირაში ეყოლება

99

სომხეთს ახალი მთავრობა ერთ კვირაში ეყოლება. თუმცა, სერჟ სარგსიანის გუნდის გადადგომის შემდეგ, მთავარი თემა ოპოზიციისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა, რადგან სომხეთის პარლამენტში უმრავლესობა კვლავ ყოფილი პრემიერის მხარდამჭერ ძალებს აქვთ.

ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება პრემიერმინისტრად ხალხის რჩეულის დანიშვნას მივაღწიოთ, ეს ერთ კვირაში მოხდება, შემდეგ კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

სარგსიანის გადადგომის შემდეგ მოლაპარაკებებს  პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გავაგრძელებთ. თუკი სარგსიანს და მის პარტიას აქვთ ილუზია, რომ ქვეყანაში ისეთი ვითარება იქნება, როდესაც ისინი არაფორმალურად შეძლებენ ქვეყნის მართვას, შეუძლიათ, დაივიწყონ ეს ხალხი ფხიზლადაა და ჩვენი გამარჯვება უნდა აღიარონ,“- მიმართა მხარდამჭერებს ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა.

სომეხი ხალხისთვის კი ქვეყნის პრემიერად ყველაზე მისაღები კანდიდატი თავად ოპოზიციის ლიდერი და აქციების ორგანიზატორი, ნიკოლ პაშინიანია.

როგორც ცნობილია, დღეს სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები აღარ გაიმართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით წავლენ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g