LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში 1 ივნისიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელი აღარ იქნება

88
SOMXEtI KORONAVIRUSI

სომხეთის ჯანდაცვის უწყებამ გასცა რეკომენდაცია, რომ პირველი ივნისიდან სომხეთში ღია სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

პირველი ივლისიდან კი მოქალაქეები, რომლებიც სრულად, ორივე დოზით იქნებიან ვაქცინირებული, დახურულ შენობებშიც ნიღბის გარეშე გადაადგილებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, სომხეთში ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ და „სპუტნიკ V“- ით მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს.

 

31 მაისიდან აზერბაიჯანში გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g