დღევანდელი „რეზონანსი“ მაგისტრალური გაზსადენის 25%-იანი წილის მოსალოდნელი გაყიდვის შესახებ წერს და ერევანში არსებულ პანიკურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.
პრემიერის ინიციატივით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25% უნდა გაიყიდოს. ეს კომპანია კი ფლობს იმ მაგისტრალსაც, რომლითაც ბუნებრივი აირი სომხეთს რუსეთისგან მიეწოდება. მყიდველი კი ორია: რუსეთი და აზერბაიჯანი. სწორედ „სოკარის“ ხელში ამ მაგისტრალის შესაძლო გადასვლამ გამოიწვია დიდი პანიკა ერევანში.
