LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sony-იმ ახალი ფლაგმანური მოდელები დააანონსა

92

კომპანია Sony-ისგან უკვე აღარვის უკვირს ისეთი მოწყობილობები, რომელიც ნებისმიერი Hi-Tech მოყვარულის გულს მოიგებს. ბარსელონაში იაპონურმა კომპანიამ Xperia XZ-ის მორიგი პრემიუმ ვერსია წარმოადგინა. Xperia XZ Premium ყველა თანამედროვე სტანდარტს ექვემდებარება.

სმარტფონი ინარჩუნებს Premium სერიის ტრადიციას და კვლავ 4K დისფლეითაა წარმოდგენილი, თუმცა Xperia Z5 Premium-ისგან განსხვავებით, იგი HDR ტექნოლოგიითაა აღჭურვილი.

მოდელი აღჭურვილი იქნება 5.5 ინჩიანი დისფლეით, რომელიც 3840 x 2160 პიქსელითაა წარმოდგენილი. კორპუსის უკანა პანელი Gorilla Glass 5-ისაა, ხოლო პროცესორი Qualcomm-ის უკანასკნელი ჩიპსეტი – Snapdragon 835, რომელიც 4 GB ოპერატიულზე მუშაობს. ბატარეის ტევადობა 3230 მილიამპერ/საათს შეადგენს. მწარმოებელს არ დავიწყებია სწრაფი დამუხტვის ფუნქცია და USB Type-C პორტი, ასევე წყლისა და მტვრისგან დაცვის IP68 სერთიფიკატი, დაქტილოსკოპი, NFC და 3.5 მმ-იანი ჯეკი ყურსასმენებისთვის. გაჯეტი Android 7.1 Nougat-ის ძრავაზე იმუშავებს.

Xperia XZ Premium სტანდარტული ფლაგმანებისგან იმით განსხვავდება, რომ მის 19 მეგაპიქსელიანი Motion Eye კამერას 960 კადრი წამში გადაღება შეუძლია, რითაც წარმოუდგენელ Slow Motion ვიდეოს იღებს.

https://youtu.be/wlboZNEP6bs

გარდა Xperia XZ Premium-ისა, Sony-იმ  პარალელურად მეორე ფლაგმანური სმარტფონი  Xperia XZs დააანონსა, რომელიც ტრადიციულად Qualcomm-ის პროცესორზე იმუშავებს. სმარტფონი Snapdragon 820 ჩიპსეტითაა წარმოდგენილი. Premium ვერსიისგან განსხვავებით იგი Full HD, 5.2 ინჩიანი დისფლეითაა აღჭურვილი.

13 და 19 მეგაპიქსელიანი კამერები მომხმარებელს ასევე სთავაზობს ყველა იმ საინტერესო ფუნქციას (აქ იგულისხმება Slow Motion-ის რეჟიმი და 4K გადაღება), რასაც Premium სერიის მოდელი – XZ Premium. გაჯეტი 4 GB ოპერატიულითაა წარმოდგენილი და ორ ვარიანტად 32 და 64 GB-იან ვერსიებად გაიყიდება. აქვეა 2900 მილიამპერ/საათიანი ბატარეა, NFC, 3.5 მმ-იანი ჯეკი ყურსასმენებისთვის USB Type-C პორტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები