LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sony-ის მომდევნო სმარტფონები განსხვავებული დიზაინის იქნება

68

კომპანია Sony-ის დირექტორმა, კენიჩირო ჰიბიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Xperia-ს ახალი თაობის სმარტფონებზე უკვე მუშაობს. მისი თქმით, მოწყობილობას სრულიად განსხვავებული ვიზუალური მხარე ექნება. დიზაინი კი, რომელსაც ამჯამად ვხედავთ, 4 წლის წინ შემუშავდა და ამის შემდეგ ის ისტორიას დარჩება.

არსებული ინფორმაციით, ახალი დიზაინის სახელწოდება Mirai იქნება, თუმცა ეს ყველაფერი დადასტურებული ჯერ არ არის. ჰიბის თქმით, ახალი სმარტფონები ჩარჩოს გარეშე იქნება, როგორც ამას თანამედროვე მოდური ტენდენციები ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ტრადიციისამებრ Sony სიახლეს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს – IFA-ს გამოფენაზე, რომელიც აგვისტოს ბოლოს იმართება და მობილური ტელეფონების საერთასორისო კონგრესზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალ სმარტფონს უკვე თებერვლიდან ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები