LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sony PlayStation 4 რამდენიმე ვერსიის სახით იქნება წარმოდგენილი

22

რამდენიმე დღის წინ, Sony-მ ახალი ვიდეო თამაშების კონსოლი წარმოადგინა. PlayStation 4 Slim და PlayStation 4 Pro. ორივე მოდელი ერთ პლათფორმაზე მუშაობს, თუმცა ერთმანეთისაგან განსხვავდება. როგორც ჩანს, კომპანია შეჩერებას არ აპირებს.

Sony Computer Entertainment-ისა და PlayStation Worldwide Studio-ს წარმომადგენელმა შონ ლეიდენმა განაცხადა, რომ იგეგმება კონსოლის რამდენიმე ვარიაციის გამოშვება.

,,ამ ეტაპზე ჩვენი მთლიანი ორიენტირი PS4-ია. ტექნოლოგია, რომელიც გაუმჯობესებულ PlayStation 4 Pro-ში ჩაინერგა, ნამდვილად პასუხობს დღევანდელი მსოფლიოს სტანდარტებს. ხალხის მოთხოვნა იყო შემდეგი: მათ სურდათ უფრო უკეთესი გრაფიკა, კიდევ უფრო კარგი სისწრაფით – სწორედ ესაა ის სპექტრი, სადაც Sony საუკეთესო შედეგებს დადებს. ესაა ჩვენი პირველი განახლებული თაობა აღნიშნული კონსოლის. მანამდე კი შემიძლია გითხრათ, რომ PS4-ი მხოლოდ ერთ ან ორ ვარიანტზე არ შეჩერდება და ჩვენ გამოვუშვებთ უფრო მეტ ვერსიას)’’

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები