LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sony სმარტფონების ახალ ქარხანას ხსნის

33

უკვე დიდი ხანია ვრცელდება ჭორები, რომ კომპანია Sony მომავალი წლიდან წყვეტს მობილური ტელეფონების წარმოებას. თუმცა, როგორც ჩანს, ჭორები არ გამართლდა, რადგან კომპანიამ სმარტფონების ახალი ქარხნის გახსნაზე ისაუბრა.

ქარხანა ტაილანდში იქნება და ის უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას. ეს იქნება მობილური ტელეფონების პირველი ქარხანა, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე გაიხსნა. უკანასკნელი Sony-მ 19995 წელს პეკინში ააშენა. წარმოება 2016 წელს დაიწყება და ვარაუდობენ, რომ Sony წელიწადში რამდენიმე მილიონ ტელეფონს გაყიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები