თუ სელფის გადაღება გიყვართ და ამ საქმიანობას დიდ დროს უთმობთ, ახალი სმარტფონი Sony Xperia XA Ultra ნამდცვილად გამოგადგებათ. 6 დიუიმიანი გაჯეტი წინა პანელზე საკმაოდ ხარისხიანი ობიექტივით გამოირჩევა.
სმარტფონის წინა კამერა 16 მეგაპიქსელიანია. აქვს 3 გიგაბაიტიანი მეხსიერება, ხოლო მისი ავტორების მტკიცებით, სიახლე 2 დღიან ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს.
ძირითადი კამერა 21,5 მეგაპიქსელიანია და ის ჰიბრიდული კორპუსით არის აღჭურვილი.
სმარტფონი სამ ფერში – ოქროსფერში, თეთრსა და შავშია გამოსული, თუმცა ფასის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
