საკულტო სერიალი „სოპრანოს კლანი“ ფილმის სახით გაგრძელდება. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
სიუჟეტი ტონი სოპრანოს მამის გარშემო განვითარდება და მისი გადაღების უფლება კინოკომპანია New Line Cinema-მ მოიპოვა. ფილმის გადაღებაში მონაწილეობას ასევე ტელეარხი HBO მიიღებს, რომელთან ერთადაც 1999-2007 წლებში სერიალის ექვსი სეზონი გადაიღეს. პროექტის სახელწოდება კი „ნიუარკის წმინდანები“ იქნება.
ფილმში მოქმედება 60-იანი წლების ნიუარკში განვითარდება, მთავარი თემა კი აფროამერიკელი და იტალიელი განგსტერების დაპირისპირება გახდება.