LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო ფხაკაძე: ეროვნული წარმოების ხელშეწყობით „ვისოლ ჯგუფს“ წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში

83

„ვენდის“ ამერიკული რესტორანი ქათმის ხორცის იმპორტს კომპანია „მარშესთან“ და „ბიუ ბიუსთან“ ერთად 100%-ით ქართული ქათმის ხორცით ჩანაცვლებს და მომხმარებელს ყოველდღიურად ახალი, ქართული ქათმის ხორცით დამზადებულ მენიუს შესთავაზებს.

როგორც დღეს პროექტის  პრეზენტაციაზე ”ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა,  „ვისოლ ჯგუფის“ სტრატეგიული მიზანია ეროვნული წარმოების წახალისება, უსაფრთხო პროდუქტები, ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია  და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

”სწორედ ამიტომაც ხდება სუპერმარკეტ „სმარტში“ გაუყინავი, ყოველდღიურად ახალი ქართული  ხორცის, ქართული ყველის და რძის პროდუქტების, ქართული ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის მრავალსახეობის შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის. პროექტის „შეიძინე ქართულის“ ფარგლებში კი ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონს ვსტუმრობთ და სეზონური ნატურალური ხილისა თუ ბოსტნეულის ადგილობრივი გლეხებისა და მცირე მეწარმეებისგან შესყიდვასა და „სმარტში“ არაკომერციულ ფასად რეალიზაციას ვახდენთ. ეროვნული წარმოების ხელშეწყობით „ვისოლ ჯგუფს“ საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში,”- განაცხადა ფხაკაძემ.

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით მომხმარებელს ახლა უკვე ქართული, ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ კერძებს სთავაზობს.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში, 26 მაისის მოედანსა და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, გორსა და წყნეთში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g