აგვისტოში დაგეგმილ აუქციონზე RM Sotheby’s სამ სარბოლო ბოლიდს გაყიდიან. მათგან ყველაზე ძვირადღირებული ლოტი 19 600 000 დოლარი ეღირება, ეს თანხა კი მას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ბრიტანულ სარბოლო ბოლიდად აქცევს.
გასაყიდად წარმოდგენილ მოდელებს შორის პირველი სარბოლო Aston Martin AMR1 Group C გახლავთ, რომელიც 1989 წელს გამოვიდა. საინტერესოა, რომ მას მხოლოდ ერთი მფლობელი ყავდა მთელი ამ დროის განმავლობაში, მის საჭესთან კი ისეთი მრბოლელები ისხდნენ, როგორებიც არიან დევიდ ლესლი, მოზგ რედმანი და მაიკლ პო.
გარდა ამ ავტომობილისა, აუქციონის სტუმრებს 2006 წელს გამოშვებულ Aston Martin DBR9-ს შესთავაზებენ. უნიკალური ბოლიდი მოძრაობაში 6 ლიტრიანი V12 ძრავით მოდის, მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია.
ყველაზე ფასეული ლოტი კოლექციაში კი 1956 წელს გამოშვებული Aston martin DBR1-ია. თავის დროზე მას კეროლ შელბი, როი სალვადორი და სტირლინგ მოსი მართავდნენ. სწორედ ამიტომ, მისი ფასი აუქციონზე 19 600 000 დოლარიდან იწყება.