LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი – ჭუბერში შემავალი 10 სოფლიდან 7 გარესამყაროსაა მოწყვეტილი

141

ამაღამ მოსალოდნელია ნალექი, თუმცა ამ მომენტისთვის მდინარის დონის მომატება არ შეინიშნება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარის ინფორმაციით, ჭუბერში შემავალი ათი სოფლიდან 7 გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
მისივე განცხადებით, სამ სახლს ემუქრება დანგრევის საფრთხე, აქედან 2 სახლთან დაკავშირებით შესაბამისი სამუშაოები ვერ ტარდება, ხოლო ერთ სახლთან მიმართებით სამაშველო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, რათა არ მოხდეს წყლის შესვლა.

„ამაღამ მოსალოდნელია ნალექი, თუმცა ამ ეტაპზე მდინარის დონის მომატება არ შეინიშნება. საფრთხე მომატებული არ არის, თუმცა ჯერ კიდევ არის გზის მთელი მონაკვეთები, რომელზეც მიდის მუშაობა. ჭუბერში შემავალი ათი სოფლიდან შვიდი მოწყვეტილია გარე სამყაროს. მანქანებს არ უშვებენ, ვინაიდან საფრთხეა, რომ გზა ჩამოინგრეს, თუმცა ვფიქრობთ, რომ საღამომდე შევძლებთ მყარი კონსტრუქციის გაკეთებას. ზედა სოფლიდან დღის განმავლობაში იგეგმება 5 ადამიანის გამოყვანა, მათ შორის ბავშვების. დღის ბოლოს, დაახლოებით 20-ზე მეტი სატვირთო მანქანა და 10-მდე ექსკავატორი იქნება და ბევრად მეტი საქმის გაკეთებას შეძლებენ. აღნიშნული მოგვცემს საშუალებას, რომ მოვახდინოთ მდინარის კალაპოტის კორექტირება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g