LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპარსეთის ყურის ქვეყნები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებით ინტერესდებიან

146

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, ისა ალბაშა ალნოაიმს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროში ურთიერთობაზე, ასევე ტვირთბრუნვის ზრდის პერსპექტივაზე.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ტურიზმის სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკა. ელჩის შეფასებით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტებით დაინტერესება იზრდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემო და სწრაფად განვითარებადი მომსახურების სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორებისა და ტურისტებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g