LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალისტებმა ყველაზე უაზრო კროსოვერები გამოავლინეს

58
bmwx7newsss

გერმანულმა ეკოლოგიურმა ორგანიზაცია Environmental Action Germany პრემია Der Goldene Geier 2020–ის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. წელს ჯილდო იმ მოდელს გადაეცემა, რომელიც ქალაქის გზისთვის სრულიად უსარგებლოა და თან გარემოს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

სიაში ეკოლოგების მიერ დაწუნებული ყველგანმავალები და კროსოვერები მოხვდნენ: BMW X7 M50i, Range Rover Sport SVR, Audi Q7 Plug-In, Volkswagen Amarok Aventura და Mercedes-Benz GLS. ამ მოდელების შემქმნელებს ექსპერტები საშიში და არაპრაქტიკული ავტომობილების გამოშვებაში ადანაშაულებენ.

ამ მოდელების ადგილი ქალაქში არ არის, რადგან ისინი დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარენ და ჰაერში მავნე ნივთიერებებსაც მრავლად გამოყოფენ.

მაგალითად, 530 ძალის X7 M50i ყოველ 100 კმ–ზე 15 ლიტრ საწვავს წვავს და 357 გრამ მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. უკეთესი სიტუაცია არც სხვა მანქანების შემთხვევაშია.

იმისათვის რომ გზებზე მსგავსი ავტომობილების რაოდენობა შემცირდეს, ეკოლოგებს საკმაოდ დიდი გადასახადის დაწესება სურთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი რაც უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს მით უფრო მეტი ფულის გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, მავნე მანქანებისთვის ქალაქის ცენტრში პარკინგიც უნდა აიკრძალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g