LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოვუწოდებთ: NGO-ები გიორგი მჟავანაძის საქმეზე

91
Untitled design (1)

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცველების მხრიდან მოძრაობა “სირცხვილიას” აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მჟავანაძის უკანონო დაკავების, მის წინააღმდეგ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანებიან.

შს მინისტრის მოადგილე: გიორგი მჟავანაძემ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია, პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და დააკავეს, მის პრეტენზიებზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებენ:

“გიორგი მჟავანაძის განცხადებით, 2022 წლის 15 მაისს პოლიციის თანამშრომელი დაუკავშირდა და პოლიციის განყოფილებაში დოკუმენტის გადასაცემად დაიბარა. 17 მაისს გიორგი მჟავანაძე თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში გამოცხადდა, რა დროსაც, მისი თქმით, იგი დააკავეს და მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. გიორგი მჟავანაძე საუბრობს პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ არაერთგზის ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობასა დ მუქარაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი). თუმცა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია აღნიშნულ ინციდენტზე რაიმე განმარტება, აგრეთვე უცნობია, დაიწყო თუ არა უწყებამ შიდა დისციპლინური წარმოება.

ბოლო დროს, შემაშფოთებელ ფორმებს იღებს სამოქალაქო აქტივისტთა მიმართ სამართალდამცველების ქმედებები. თვითნებურად და დაუსაბუთებლად შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელების მიღმა, უკიდურესად პრობლემურია ის ძალადობრივი და აგრესიული ფორმები და მეთოდები, რომლებსაც პოლიცია იყენებს აქტივისტების თუ რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ. ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, პოლიცია ხშირად, თავად გვევლინება ადამიანის ღირსებისა და მისი უფლებების დამრღვევად, რაც არსებითად უთხრის ძირს საზოგადოებაში სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობას.

პრობლემას ამძაფრებს პოლიციაში გავრცელებული დაუსჯელობის სინდრომიც, რისი მთავარი ფაქტორიც სამართალდამვველების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობაა.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ.

პოლიციაში არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოვლენა, დამნაშავეთა იდენტიფიცირება და მის ჩამდენთა ადეკვატური დასჯა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

სხვა შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ სამართალდამცავ სისტემაში არასათანადო მოპყრობა არის ხელისუფლების სისტემური პოლიტიკის ნაწილი,” – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვაში.

განცხადების ხელმომწერები არიან:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  • უფლებები საქართველო (RG)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

შეგახსენებთ, მოძრაობა “სირცხვილიამ” 17 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოძრაობის დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციელებმა დააკავეს და ბორკილებდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოგვიანებით დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში თავად მჟავანაძემაც დაწერა:

“მსუყე მეუბნება, მე რომ მიყურებ, 14 წელია აქ ვმუშაობ, შენნაირებს ყ…ზე ვიხევ, ქურდიც ვარ, ძველი ბიჭიც და პოლიციელიც”: გიორგი მჟავანაძე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს – რას ამბობს საგამოძიებო სამსახური

ცნობისათვის, გუშინ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

“ეს არ არის პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება – ეს არის ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძალადობა, რომელიც შეიცავს წამების, მუქარის, არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს” – “დროა” აქტივისტზე ძალადობის საქმეზე პროკურატურას მიმართავს

პოპულალურები