LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ნანა სანდერის განცხადებას, სადაც ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

116
Capture

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებას, სადაც ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებაში მითითებულ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას.

„ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება და ამის შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებაში მითითებულ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას.

მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ დაიწყება სამსახურებრივი შემოწმება და განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება.

სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან, მოხდება როგორც ბრალდებულის ასევე საზოგადოების ინფორმირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნანა სანდერი: „ჩემს მიმართ ციხეში განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული, ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, სექსუალური შევიწროება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g