LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს

275
ლევან ხაბეიშვილი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშავებული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.

უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილსა და მის ადვოკატს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით უწყება ჩაბარდათ, თუმცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდგომში გამოთხოვის მიზნით წერილი გაგზავნეს ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე.

კადრებში კარგად ჩანს ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როცა ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება – ალექსანდრე დარახველიძე

„მიმდინარე საქმის ფარგლებში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1-ელ მაისს დაიწყო გამოძიება აქციაზე დაშავებული ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით.

ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა, მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ 3 მაისს, ლევან ხაბეიშვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჩაბარდათ უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით, რაზედაც უწყებას პასუხი არ მიუღია.

ხაბეიშვილი: ,,დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ – გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა"

ხაბეიშვილი: ,,დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ – გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა"

გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა ის ლოკაცია, სადაც ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, იდენტიფიცირებული იქნა შემთხვევის ადგილზე განთავსებული გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები.

ლევან ხაბეიშვილი: „როცა მირტყამდნენ, მეუბნებოდნენ: „გრძელი ენა გაქვს და მუდმივად ხელისუფლებას აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე“, ამბობდნენ: „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“, მეუბნებოდნენ, მეთქვა, რომ „ჩმორი“ ვარ“

სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული გალერეის და მის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე; სამედიცინო კლინიკაში გაგზავნილი იქნა წერილი ლევან ხაბეიშვილის სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემდგომში ამოღების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ასევე მოთხოვნილი იქნა სამედიცინო კლინიკის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება, შემდგომში გამოთხოვის მიზნით;

კახა კალაძე: „არ­სე­ბობს კად­რე­ბი, რო­დე­საც ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი გარ­ბის, შე­ვარ­და პო­ლი­ცი­ის კორ­დონ­ში და იქ რა მოხ­და? – ალ­ბათ, რო­მე­ლი­მეს [სპეც­რაზ­მელს] ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­უს­წორ­და“

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე; სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილისა და სპეცრაზმის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მათ შორის დაუმუშავებელი ვიდეომასალის“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔈სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება 2024 წლის აპრილსა და მაისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების…

Posted by სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service on Tuesday 7 May 2024
magti 5g