სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს:
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – სავარაუდოდ, დაკავებულია მინიმუმ ერთი მომიტინგე
დღეს „ქართულ ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს.
გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“. – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
გამოყენებულია „პუბლიკის“ ფოტო
🔈სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო…
Posted by სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service on Sunday 12 May 2024