LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

138
62977b3c3736a

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, გამოძიება 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

„ქვეყნის მოღალატე ხარ“ – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი კირთაძეს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g