LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქარელში, „ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

116
1657024374_780x480_cvfhnjfghjghj

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ქარელში, „ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ძალადობრივი და პრორუსული ,,ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში, იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოპერატორი ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები