LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

145
ფოტო_ 28 ნოემბრის აქცია - რადიო „თავისუფლება“

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეო კადრების საფუძველზე, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

ევროკავშირის ელჩი – „დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ – რაც გუშინ მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს“

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 43 პირი დააკავეს. შსს-ის ცნობით, დაშავდა 32 სამართალდამცავი.

ფოტოები: რადიო „თავისუფლება“

magti 5g