LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სპეცოპერაცია ბიუჯეტის გაძვრენის მიზნით” – ბადრი ჯაფარიძე საკრებულოებში ბიუჯეტის დამტკიცების პროცესზე

67
ბადრი ჯაფარიძე

ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სამკრებულოებში ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს უწოდებს “სპეცოპერაციას ბიუჯეტის გაძვრენის მიზნით”

ჯაფარიძის თქმით, ეს ფაქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს, რადგან ხალხმა უარი უთხრა ძველ საკრებულოებს და ახალი საკრებულოები სწორედ იმიტომ აირჩია, რომ არ მოსწონდა წინა შემადგენლობა.

“მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებმა მაინც უნდა იცხოვრონ იმ შეხედულების მიხედვით, რომელიც გააჩნია უკვე გადარჩეულ საკრებულოს, მაშინ რაღა აზრი აქვს არჩევნებს” – აცხადებს ჯაფარიძე

მისი თქმით, როდესაც ოპოზიციას უწოდებ მტერს, დესტრუქციულ ძალას, ეს არის კონფრონტაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

“როგორ უნდა იმუშაოს მერმა იმ საკრებულოსთან ნორმალურად და კონსტრუქციულად, როდესაც თავს მოახვიეს ის ბიუჯეტი, რომელსაც, შესაძლოა, ამ საკრებულოს მხარი არ დაეჭირა. ეს არის დემოკრატიის პრინციპი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არაკონსტრუქციულად იქცევა.

„მე მესმოდა „ქართული ოცნების“ სპიკერების განცხადება – „თქვენ ნახავთ, როგორი კონსტრუქციული ოპოზიცია ვიქნებით, როდესაც უმცირესობაში ვიქნებით“. ჩვენ ვნახეთ ახლა კარგი მაგალითი, თუ როგორ არაკონსტრუქციულად და კონფრონტაციულად მოიქცა „ქართული ოცნება“, როდესაც გააძვრინა ძალის გამოყენებით, ხელების გადაგრეხვის გზით ბიუჯეტი და ამავდროულად გამოიყენა ცესკოს თავმჯდომარე. – აცხადებს ჯაფარიძე

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ცესკოს სხდომის გაწელვა იყო მიზანდასახული.

“საუბარი იყო იმაზე, თითქოს კანონით გათვალისწინებულია, რომ წარმავალმა საკრებულომ დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს კანონით კი არ არის გათვალისწინებული, ეს არის კანონში არსებული ხვრელი, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული „ქართული ოცნების“ მიერ. „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთი ნაბიჯები არის მხოლოდ დაპირისპირების გაზრდისკენ.” – აცხადებს ჯაფარიძე

არგუმენტად იმის მოყვანა, თითქოს ახალ საკრებულოს განზრახული ჰქონდა ბიუჯეტის ჩაგდება და ამის გამო აღმასრულებელი ხელისუფლება იმ მუნიციპალიტეტში ვერ იმუშავებდა, ეს არის სპეკულაცია. გაისად რა მოხდება? ახალმა მერმა ხომ უნდა შეიტანოს ბიუჯეტი? გამოდის, რომ თუ საკრებულო მერის მიერ შეტანილ ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, დაიქცევა მუნიციპალიტეტი, ეს არის ტყუილი. მერმა უნდა მოახერხოს, რომ დაარწმუნოს საკრებულო.
პოზიტიური დღის წესრიგის ერთადერთი სწორი გზა არის 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც უნიკალური მოვლენა იყო, როდესაც ნატო-მ თავის კომუნიკეში შეიყვანა და თქვენ მაინც ფეხქვეშ გათელეთ. მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ ამ ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g