თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, გამთენიისას, სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, სადაც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, უკრაინის 5 მოქალაქე დააკავეს.
ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულები ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ასევე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
„ხუთი ცხოვრობდა ჩვენთან. პასპორტები უკრაინული ჰქონდათ. უკრაინის მოქალაქეები არიან. 27 -ში შემოვიდნენ ღამე. 27-ში როცა ვიყავი სამნი მოვიდნენ, გუშინ რომ მოვედი დამხვდნენ ხუთნი,” – აცხადებენ სასტუმროში.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
