LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციაზე, გამოძიების დასრულების შემდეგ, პარლამენტში მოსმენა გაიმართება – ირაკლი სესიაშვილი

89

პარლამენტში ნდობის ჯგუფი იკრიბება. ნდობის ჯგუფის სხდომა არასრული შემადგენლობით გაიმართება, რადგან ნდობის ჯგუფი 5 წევრის ნაცვლად 4 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდა.

როგორც ჟურნალისტებს ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, დღეს სამუშაო გრაფიკს განსაზღვრავენ. მისივე თქმით, საუბრის ერთ-ერთი თემა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია იქნება. მისივე განცხადებით, როგორც კი გამოძიება დასრულდება და ფაქტებით დადასტურებული დეტალები გახდება ცნობილი, ამ თემაზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება.

”გამოძიება 24 საათიან რეჟიმში მიდის. როგორც კი იქნება იმის საშუალება, რომ ნდობის ჯგუფში, ან სხვა ფორმატში მოხდეს ინფორმაციის მოწოდება გამოძიების დეტალების შესახებ, ამაზე მსჯელობა გაიმართება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g