LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციის დროს ვარკეთილში საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

77

სამართალდამცველებმა ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს საქართველოს ერთი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.
დაკავების ოპერაციას ესწრებოდა ბრალდებული პირების ადვოკატი, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ თანხის გამოძალვა. სხვა დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით უწყებაში არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით კი, ბრალდებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს მუქარის გზით თანხას სძალავდნენ.

სპეცოპერაციის ადგილი სამართალდამცველებმა უკვე დატოვეს. იმ დაწესებულების თანამშრომლები კი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, აცხადებენ, რომ დაკავებული პირები უბრალოდ მომხმარებლები იყვნენ და მათ შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები