LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

322
რუსული ტანკი

დღეს უკვე 31-ე დღეა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. განხორციელებულ საომარ მოქმედებებს რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი რუდსკოი აცხადებს, რომ „სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია“.

მისი განმარტებით, უკრაინის საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად არის შემცირებული, რაც საშუალებას იძლევა, ძალისხმევის ფოკუსირება მთავარი მიზნის მიღწევაზე – დონბასის გათავისუფლებაზე მოხდეს.

რუდსკოი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა დაბლოკეს ქალაქები კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი და ნიკოლაევი, სრულად აკონტროლებენ ხერსონის ოლქს და ზაპოროჟიეს ოლქის დიდ ნაწილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g