LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი ლილოში დააკავეს

77

ლილოში კრიმინალურმა პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი პირი დააკავა. დაკავებული არამიანცის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თუმცა, შსს-ში ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაკავებული დაჭრილია, სიმართლეს არ შეესაბამება.  როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულმა გაქცევის მცდელობისას ფეხი დაიზიანა და საავადმყოფოში ამის გამოა გადაყვანილი.

”გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ლილოში დაკავებული ძებნილი პირი დაჭრილია, სიმართლეს არ შეესაბამება. მან გაქცევის მცდელობისას ფეხი დაიზიანა და სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თეა პერტაიამ.

ბრალდებულს პოლიცია 2013 წელს მომხდარი დანაშაულისთვის ეძებდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის დარღვევაში ედება, რაც ჯანმრთლობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისმობს.

დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოუჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g