ბერი გაბრიელის ქუჩაზე 20-საათიანი სპეცოპერაციიდან თითქმის სამი თვე გავიდა და განადგურებული ბინის მეპატრონეები კვლავ სასტუმროებში ცხოვრობენ. ამის მიზეზად თბილისის მერია სახლების მძიმე მდგომარეობას ასახელებს.
სპეცპერაციის მიმდინარეობისას 13 ოჯახს მთლიანად გაუნადგურდა საცხოვრებელი ფართი, დაიწვა ინტერიერი, ავეჯი, პირადი ნივთები, დაინგრა შიდა კედლებიც.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინების გამაგრებით სამუშაოებს კეთილმოწყობის სამსახურის დაკვეთით კომპანია “არქიტრავი” აწარმოებდა. ბინების გამაგრება გუშინ, 15 თებერვალს დასრულდა.
რაც შეეხება ბინების შიდა სამუშაოებს, როგორც „ფორტუნას“ ისნის გამგეობაში განუცხადეს, კომპენსაციის ხელშეკრულების გაფორმდების შემდეგ, მოსახლეობას რემონტისთვის, ავეჯისა და საოჯახო ტექნიკისთვის თანხა მერიის სარეზერვო ფონდიდან ჩაერიცხება. თანხის ოდენობა სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნისა და მოსახლეობასთან მოლაპარაკების საფუძველზე განისაზღვრება. მერია გადაიხდის ასევე რემონტის პერიოდში ქირით უზრუნველყოფის თანხასაც.
ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ამ დრომდე სასტუმროში ცხოვრობს.