LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცრაზმელები „პუბლიკის“, „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

258
2024-04-17_01-08-30_810840

,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი სცემეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ,,პუბლიკა” ავრცელებს.

მედიის ცნობით, ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს.

აქციაზე სპეცრაზმელებმა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს და „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურსაც სცემეს.

„ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და მობილური წაართვეს, როცა ის აქციას იღებდა. ჩემი თხოვნის მიუხედავად, წამოსულიყო, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა“, – წერს „ტაბულას“ რედაქტორი ლევან სუთიძე.

„აპრილის“ ჟურნალისტები იუწყებიან, რომ გიორგი ბასხაჯაურს სახეზე დაზიანებებიც აქვს.

პოპულალურები