9 აპრილის ქუჩაზე განლაგებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს. წყალს უშვებენ უშუალოდ პარლამენტის ეზოში განთავსებული წყლის ჭავლის მანქანებიდანაც.
პარალელურად, ადგილზე ხდება ცრემლსადენი საშუალებების გაშვებაც.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.
სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან.
პარლამენტის მთელს პერიმეტრზე საპოლიციო ძალებია განთავსებული.
ფოტო: ინტერპრესნიუსი