მას შემდეგ, რაც სოციალური პლატფორმები, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციების დროს გადაღებულმა ვიდეომ მოიცვა, სადაც ახალგაზრდა გოგო, სპეცრაზმელს უღიმის და კომუნიკაციაში შედის, ვიდეოს ავტორმა, მორიგი მიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოების იმ ნაწილზე საუბრობს, რომლებმაც ის გააკრიტიკეს.
მარიამ კვარაცხელია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი სასულიერო პირის, მამა პეტრე კოლხის შვილია ამბობს, რომ პროცესის დაზიანება და მით უფრო, სპეცრაზმელების რომანტიზება მის ინტერესებში არ შედიოდა და შესაბამისად, ვიდეოს შინაარსიც ამ მოტივით არ ყოფილა დამონტაჟებული.
თუმცა „ტიკ-ტოკზე“ გავრცელებულ მიმართვაში, მარიამ კვარაცხელია ასევე ამბობს, რომ აღიარებს, რომ ამ შინაარსის ვიდეო უდროო დროს გადაიღო და ატვირთა, ამიტომ მარიამი საზოგადოებას ამის გამო ბოდიშის უხდის და ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იაზრებს.
იქვე ახალგაზრდა საზოგადოების იმ ნაწილის კრიტიკას პასუხობს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ჯენზ“ თაობა აქციებზე ფოტოების გადასაღებად დადის. მარიამ კვარაცხელია ამბობს, რომ გააზრებული აქვს, რომ მისი თანატოლები ბრძოლაში არიან და თავადაც ამ მოვლენების მონაწილეა:
„ვფიქრობ, ძალიან ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მივიღე, ბევრი კომენტარი იყო ისეთი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მთავარი მაინც ის კრიტიკაა, რომელიც დამსახურებულად მივიღე, რადგან მოვახდინე სპეცრაზმელის რომანტიზება.
ვიდეოზე, სიმღერაც [ბრიტნი სპირსის i’m in love with a criminal] ისეთი ავარჩიე, რაც ნიშნავდა, რომ ჩემთვის ეს ადამიანები უკანონო დავალებებს ასრულებენ. ჩავთვალე, რომ სახალისო იყო, თუმცა ნაწილისთვის აღმოჩნდა, რომ პროცესისთვის დამაზიანებელია.
@c1osefriendss Maybe I could fix him?
♬ Criminal – Britney Spears
„ქოცების“ რეაქციის შემდეგ, მეც ამ აზრზე გადავედი, უბრალოდ ვიდეოს წაშლას უკვე აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ძალიან ბევრ გვერდზე დაიდო. კომენტარებშიც ბევრგან მიწერია, რომ მათმა [სპეცრაზმელების] ხელების ქნევამ და თვალების ფახუნმა არ უნდა შეგვაცდინოს, იმიტომ რომ ვიდეოს გადაღებიდან 15 წუთში, სასტიკად დაგვარბიეს.
ვიაზრებ, რომ ამ პერიოდში, ვიდეოს დადება სისულელე იყო, ამის გამო ბოდიშს ვიხდი, რადგან „ქოცების“ პროპაგანდა კარგად ვიცი. არავინ გაბედოს და დამიწეროს, რომ მე ლიბერალური ფაშიზმის მსხვერპლი ვარ, „დამაბულინგეს“ და ამიტომ ჩავწერე ვიდეო. ეს ისტორიული ბრძოლაა, რომელიც აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.
პროცესის დაზიანება და სპეცრაზმის გარომანტიზება, ჩემი მიზანი,ინტერესი არ ყოფილა. ვიღებ პასუხისმგებლობას, უდროო დროს, უდროო ვიდეო დავდე.“ – ჰყვება ვიდეო-მიმართვაში მარიამ კვარაცხელია.
@c1osefriendss სპეცრაზმელის გარომანტიზირება ამ სიტუაცუაში არის მავნებლობა. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამას შევუწყვე ხელი. შევხვდებით აქციებზე❤️
♬ original sound – Mariamkvaracxelia