სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო. როგორც “ფორტუნას” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ისმის სროლის ხმა.
ჟუსნალისტებს ტერიტორია დაატოვებინეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
ცოტა ხნის წინ ადგილზე დამატებით სპეცრაზმისა და სამართალდამცავების მობილიზება მოხდა.
სუს-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ერთი პირია დაკავებული. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.