LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცსამსახურებზე დგას ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და როცა ამ სამსახურებს ხრწნი, ან გახრწნის საშუალებას აძლევ, იქ სახელმწიფო უკვე აღარ არსებობს; იქ მხოლოდ კრიმინალური ბანდაა: ზურაბ გურული

134
ზურაბ-გურული

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სუს-ის მიერ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე გავრცელებულ მასალებზე საუბრობს.

მისი თქმით, „ნორმალურ ქვეყნებში სპეცსამსახურებს ღირსების კოდი და უმკაცრესი იურიდიული კოდექსი მართავს, თუმცა რომ გაიაზრო რა კრიტერიუმებით და ვის მიერ იმართება საქართველო, ნორმალურ ადამიანს დარდით არ უნდა ეძინოს.

როგორც გურული წერს, ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა სპეცსამსახურებზე დგას და როცა ამ სამსახურებს ხრწნი, ან გახრწნის საშუალებას აძლევ, იქ სახელმწიფო უკვე აღარ არსებობს.

„სპეცსამსახურებს ნორმალურ ქვეყნებში მართავს ღირსების კოდი და უმკაცრესი იურიდიული კოდექსი. ასე ებრძვიან იმ პათოლოგიურ ცდუნებას, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ქვეცნობიერში დევს. სადაც არც ღირსებაა და არც კანონი, იქ პრიმიტიული ინსტიქტები მართავს ყველაფერს. უბრალოდ, რომ გაიაზრო რა კრიტერიუმებით იმართება დღეს საქართველო და ვინ მართავს, ნორმალურ ადამიანს ღამე არ უნდა დაეძინოს დარდით.

თვალთვალისა და მოსმენის დეტალური ანალიზების მასიური გამოფენის მთავარი მიზანი ის არის, რომ მათ შორის შეაპარონ მოხერხებულად აწყობილი ფაბრიკაციები, რადგან ზღვა ინფორმაციაში ტყუილსა და მართალს ვერც ვერავინ გაარჩევს. ასე რომ, ტყუილად იმშვიდებენ თავს ისინიც, ვისაც ჰგონია, რომ არაფერი აქვს მაკომპრომეტირებელი. მათი დროც მოვა. არაფერს ვამბობ იმ სერიოზულ ზნეობრივ პრობლემაზე, რომელიც ამ ფაქტისადმი გულგრილად განწყობილ ადამიანებს აქვთ.

საქართველომ უპრობლემოდ მიიღო მოქმედი ქართველი მზვერავების პირადი საქმეების მტრისთვის გადაცემის ფაქტები. ეს ყველაფერი ლოგიკური გაგრძელებაა იმ დანაშაულის. მზვერავები რომ შემოელიათ, მერე პოლიტიკურ ოპონენტებზე და უბრალო მოქალაქეებზე გადაერთვნენ გახრწნილი სამსახურები. პრაქტიკულად ქვეყანა აბსოლუტურად დაუცველია და არ არსებობს არცერთი სტრატეგიული საიდუმლო, რაზეც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ხელი არ მიუწვდება.

სპეცსამსახურებზე დგას ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და როცა ამ სამსახურებს ხრწნი, ან გახრწნის საშუალებას აძლევ, იქ სახელმწიფო უკვე აღარ არსებობს; იქ მხოლოდ კრიმინალური ბანდაა, განუსაზღვრელი უფლებებითა და პრიმიტიული ინსტიქტებით. და რაც მთავარია, ეს კრიმინალები იმავდროულად პათოლოგიური მანიაკები არიან, ადამიანთმოძულე ავადმყოფები.

დაფიქრდით…“, – წერს გურული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g