LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spectacles – სათვალე ვიდეო ტრანსლაციისთვის (ვიდეო)

43

თვით Google-მაც კი უარი განაცხადა ჭკვიანი სათვალეების წარმოებაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ტექნოლოგიის განვითარების იდეა ჯერ კიდევ არსებობს.  Snapchat-ის აღმსასრულებელმა დირექტორმა ევან შპიგელმა წარმოადგინა მზის სათვალეები სახელად – Spectacles.

,,ჭკვიანი აქსესუარი, რომელსაც შეუძლია თქვენი თვალების მსგავსად, მოცემული რეალობა დაინახოს’’

აღსანიშნავია, რომ კომპანია Snapchat, ცნობილი სოციალური ქსელის გარდა, გაცილებით ბევრი პროდუქტის ავტორი გახდა. სწორედ ამიტომ, კომპანიის წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, ფირმას სახელი შეეცვალა და ამიერიდან როგორც Snap Inc. ისე იარსებებს.

,,გვჯერა, რომ კამერების ამ ტიპის აქსესუარებში დანერგვა ყველაზე კომფორტული გზაა, რისი მეშვეობითაც ადამიანები შეძლებენ გაცილებით მარტივად აღბეჭდონ მოცემული მომენტი’’ – წერია კომპანიის ოფიციალურ საიტზე.

Spectacles ავტომატურად იწერს და აქვეყნებს მინი კლიპებს ყოველდღიურად. ვიდეოს მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წამია. მსგავსი ტიპის კონტენტისთვის Snapchat-ში უკვე გამოჩნდა სპეციალური განყოფილებაც.

მოწყობილობის დაკავშირება შესაძლებელია iOS-ისა და Android-ის დივაისებზე Bluetooth ან Wireless ტექნოლოგიით. მისი წყალობით, შესაძლებელია გადაღებული ვიდეოების სმარტფონებში ასახვა და მათი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ატვირთვა. ამ ეტაპისთვის მოწყობილობა მუშაობის beta სტადიაშია. მისი ფასი 130 $-ს შეადგენს.

https://youtu.be/XqkOFLBSJR8

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები