LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეკულაცია დადასტურდა – საზოგადოებამ დაინახა, 40 დღე მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს: მაჭარაშვილი

213
1

“ქართული ოცნების” წევრი გურამ მაჭარაშვილი ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს ეხმიანება და აცხადებს, რომ საზოგადოებამ დაინახა, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს 40 დღე მოშიმშილე ადამიანი.

“წამიყვანეთ ახლავე უკან, რუსთავის ციხეში” – პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს

ვიდეო: პენიტენციური სამსახური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს

მაჭარაშვილის თქმით, ის რომ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი სპეკულაცია იყო, დადასტურდა:

“გავრცელებული კადრებით საზოგადოებამ ორი რამ დაინახა – ერთი ის, რასაც ვამბობდით, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობაზე და ამ თვალსაზრისით ყველაფერი მაქსიმალურად გააკეთოს. თქვენ დაინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სამწუხაროდ, შესვლაზე უარი განაცხადა და ბადრაგს მოუწია, იძულებით გადაეყვანა მისი ჯანმრთელობის სტაბილურობის გამო.

საზოგადოებამ დაინახა, 40 დღე მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს. ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, მისი შიმშილობის ფაქტი იყო სპეკულაცია და დადასტურდა. მეორე მხრივ, ბადრაგის თანამშრომელს ფიზიკურად შეურაცხყოფას აყენებს. როცა გინდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოფილი იყო, მაშინ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა შეხვიდე. სხვა შემთხვევაში, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ სპეკულაციებთან.” – თქვა მაჭარაშვილმა.

შეგახსნებთ, დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი ვიდეო გაავრცელა. 

პირველ ვიდეოში – პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის №18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრებს ასაჯაროებს.

კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ სააკაშვილი დაწესებუელბაში და როგორია მისი რეაქცია მას შემდეგ, რაც იგებს, რომ სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად გლდანის დაწესებულებაში მიიყვანეს.

მეორე ვიდეოში – ასახულია სააკაშვილის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანისა და ტრანსპორტირების ეპიზოდები.

გამოხმაურებები გავრცელებულ კადრებზე – იხილეთ ვრცლად:

ხოშტარია: წარმოუდგენელი კადრებია, ამასთან შეგუება არის ქვეყნის უბრალოდ დახურვა

უგულავა – საღოლ მიშას! “დუხზეა”… დადასტურდა, რომ მოტყუებით წამოიყვანეს რუსთავის ციხიდან

ხერხეულიძე – თქვე ფარჩაკებო, მაგ ერთი კაცის ვაჟკაცობა ჩამოგშლით თქვენ და უშველის ამ დამონებულ ქვეყანას

გიორგი ვაშაძე: სააკაშვილის №18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები არის უმძიმესი და ჩანს, როგორ არაადამიანურად ეპყრობიან მას

როცა უყურებ, პრეზიდენტს ასე აფორთხიალებენ, ეს ქვეყანა აღარ არის: სერგო ჩიხლაძე

„ეს კადრები პუტინისა და რუსი მაღალჩინოსნების საამებლად გავრცელებული კადრებია“ – ენმ-ს მხარდამჭერებმა მსვლელობით სუს-თან გადაინაცვლეს

ნინო წილოსანი: სახელმწიფო სისტემა სააკაშვილს ყველა კანონისა და მისი უფლების დაცვით ექცევა – კადრების გავრცელება მიზნად საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა

პოპულარულები