LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სპეკულაციაა განცხადება იმის თაობაზე, თითქოს აბიტურიენტებს ფაკულტეტების არჩევანის თავისუფლება ეზღუდებათ“ – განათლების მინისტრის მოადგილე

110
ზვიად გაბისონია

„2 დღეა სპეკულაციებია, თითქოს ჩვენ გარკვეული ტიპის შეზღუდვებს ვითვალისწინებთ, ნორმატიულ აქტებში მსგავსი ტიპის ცვლილება გათვალისწინებული არ არის“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

„აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ“ – განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

გაბისონიას განცხადებით, სპეკულაციაა განცხადება იმის თაობაზე, თითქოს აბიტურიენტებს ფაკულტეტების არჩევანის თავისუფლება ეზღუდებათ.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რას გულისხმობს „ერთი ქალაქი-ერთი უნივერსიტეტის პრინციპი“.

„გუშინ, დასმული იყო შეკითხვა, თუ რას გულისხმობს „ერთი ქალაქი-ერთი უნივერსიტეტის პრინციპი“. დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თბილისში არის ხუთი იურიდიული ფაკულტეტი, 5 – ეკონომიკის ფაკულტეტი, ვგულისხმობ სახელმწიფო უნივერსიტეტებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად, არსებული მოდელი გულისხმობს იმას, რომ ამ ფაკულტეტებიდან სტუდენტს შეუძლია აირჩიოს პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მეორე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტი და ასე შემდეგ.

გუშინ მე განვმარტე, რომ ასეთი მოდელი შეიზღუდება, რადგან მოვახდენთ აღნიშნული 5 იურიდიული ფაკულტეტის ერთ ფაკულტეტად, ერთ პროგრამად გაერთიანებას. ეს მთავრობის მიერ დადგენილ კონცეფციაში წერია და არაფერი განსხვავებული ამ მიმართულებით არ გვითქვამს. შეეძლებათ სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა სპეციალობების შემოხაზვა, ასევე სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით შეეძლებათ კერძო უნივერსიტეტებში ნებისმიერი ადგილის შემოხაზვა, მათ შორის ქუთაისში არსებული უნივერსიტეტების შემოხაზვაც. 2 დღეა სპეკულაციებია, თითქოს ჩვენ გარკვეული ტიპის შეზღუდვებს ვითვალისწინებთ, ნორმატიულ აქტებში მსგავსი ტიპის ცვლილება გათვალისწინებული არ არის“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება

აღნიშნულს „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები ერთ მეტ ფაკულტეტს და უნივერსიტეტს ვეღარ აირჩევენ. მოგვიანებით, განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g