LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spice Girls-მა ადელს მადლობა გადაუხადა – მომღერალი გოგონების კონცერტზე ატირდა (ფოტო/ვიდეო)

183
adele-spice-girls

ყველასთვის ცნობილია, რომ  ადელი Spice Girls-ის დიდი გულშემატკივარია.

ადელი Spice Girls-ის დაბრუნებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივი დაბრუნდა, რადგან ინტერნეტი გოგონების პირველმა ერთობლივმა ფოტომ და ვიდეომიმართვამ მოიცვა.

ამ დღეებში, ინგლისელი მომღერალი ფავორტი კოლექტივის კონცერტს, ლონდონში დაესწრო. 31 წლის შემსრულებელმა საღამოდან ვიდეოებისა და ფოტოების მთელი სერია გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთ-ერთში ის ემოციებისგან ცრემლებს ვერ იკავებს და ტირის.


აღსანიშნავია, რომ პერფორმანსის დასრულების შემდეგ, ,,გრემის” ლაურეატი არტისტი მელ ბის, ემა ბანტონს, მელანი სისა და ჯერი ჰოლიუელს კულისებში ესტუმრა, საიდანაც გოგონებმა ,,ინსტაგრამზე” მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს.

ფოტოს აღწერაში, ლეგენდარულმა კვარტეტმა ადელს მადლობა გადაუხადა და სიყვარულში გამოუტყდა.

 

View this post on Instagram

 

Thank you for coming to celebrate with us last night @adele we love you!!! ? ✌? #SpiceWorld2019

A post shared by Spice Girls (@spicegirls) on

შეგახსენებთ, რომ Spice Girls-მა დაბრუნება ბრიტანული ტურნეთი აღნიშნა, რომელიც 15 ივნისს დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები