LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტდარბაზებში ვარჯიში შაბათ-კვირასაც საკმარისია

58

სპორტდარბაზის მონახულება შაბათ-კვირასაც საკმარისია. სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ საჭირო ეფექტის მიღება მაშინაცაა შესაძლებელი თუკი ადამიანს ფიზიკური აქტივობისთვის მხოლოდ დასვენების დღეები ექნება. კვირაში ერთი ან ორი დღე ვარჯიში გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ დაავადებათა პროფილაქტიკისთვის სრულიად საკმარისია. ამაზე მიუთითებს ექსპერიმენტი, რომელშიც 40 წელს გადაცილებული 65 ათასი მოხალისე მონაწილეობდა.

აღმოჩნდა, რომ ნაადრევი სიკვდილის რისკის შესამცირებლად სპორტს კვირაში 150 წუთი მაინც უნდა დაუთმოთ. უფრო ზუსტად კი კვირაში ერთხელ ვარჯიში ონკოლოგიური დაავადების გაჩენის რისკს 18%-ით ამცირებს, რაც შეეხება გულის დაავადებას, ამ შემთხვევაში საშიშროება 41%-ით იკლებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები